ბელგიელი 86 წლის კოლექციონერი და მისი 20 ათასზე მეტი სათამაშო

86 წლის ბელგიელი კატრინ ბლუმერი მთელს ევროპაში ერთადერთი კოლექციონერია, რომელსაც სახლში 20 ათასზე მეტი სათამაშო აქვს. ყველაფერი პატარა ზარების შეგროვებით დაიწყო. ზარებს რბილი სათამაშოები მოჰყვა, მერე ქინდერ-სიურპრიზები და ასე ივსებოდა კოლექცია.

როგორც მოხუცი ამბობს, გასაჩუქებლად არც ერთი ნივთი არ ემეტება. ახლა, როცა სიარული უჭირს და სახლიდან ვეღარ გადის, მასთან მიდიან მოქალაქეები და სათამაშოები მიაქვთ.

ქალი კვირაში ერთხელ წმენდს და ალაგებს სათამაშოებს, ოღონდ მკაცრად დაცული თანმიმდევრობით.

-„როცა ქმარ-შვილი დამეღუპა, ეს სათამაშოები იქცნენ ჩემს ნუგეშად, ისინი ბავშვებივით არიან. ვერ დავითვლი ზუსტად რამდენია, მაგრამ 20 ათასს გადასცდა უკვე. სახლი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს და მე ბედნიერი ვარ. მიხარია ისიც, რომ უცნობი ადამიანებიც მოდიან და მოაქვთ სათამაშოები ჩემი კოლექციისთვის“-ამბობს მოხუცი.

მისი სახლის დათვალიერების და თუნდაც ერთხელ სტუმრობის სურვილი ბევრს  აქვს, თუმცა ქალი ყველას არ იღებს და შეიძლება ითქვას, რომ იმათ, ვისაც კარს გაუღებს, ნამდვილად გაუმართლდათ. აქ ნახავთ ყველაფერს პატარა სუვენირებიდან დაწყებულს დიდ, ფუმფულა სათამაშოებამდე. ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს, ასე რომ კოლექციონერის სახლი, როგორც თავად ამბობს- ისტორიების დიდი სკივრიცაა.

აი, როგორ გამოიყურება მისი სახლი 20 ათას სათამაშოსთან ერთად.

ბრიუსელი. 2017 წელი. 21 მარტი.