ჯანსაღი სიცილი ბავშვების სამყაროდან-„არგო“ ფესტივალისთვის ემზადება (ვიდეო)

ფოთის თეატრალური სტუდია “არგო”  საქველმოქმედო აქციებისა და კეთილის საქმის პარალელურად ფესტივალისთვის ემზადება. სტუდიის რეჟისორმა გუჯა ქარაიამ ყველასთვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება შეარჩია სცენაზე გასაცოცხლებლად.

პატარა მსახიობები დიდი მონდომებით შეუდგნენ მზადებას და ყოველი რეპეტიციის შემდეგ სულ უფრო ნათლად ხედავენ, რომ მორიგი წარმატება გარდაუვალია.