კოვიდინფექციის 9 ახალი შემთხვევა და უკვე 107 გამოჯანმრთელებული პაციენტი

ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსი კიდევ 9 პაციენტს დაუდასტურდა. რვა მათგანის დაინფიცირების წყარო ცნობილია, მიმდინარეობს ერთის მოკვლევა. აღნიშნული განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 107 პაციენტია უკვე ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე სულ 313 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.

“ინფექციურში 44 პაციენტი მკურნალობს, აქეწდან 17 მძიმე პნევმონიით წევს, რაც შეეხება ორ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. 7 მოზარდის მდგომარეობაც სტაბილურია და ამ დღეებში უკვე მათაც გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ტესტები ჩაუტარდებათ.  კლინიკიდან დღემდე 53 გამოჯანმრთელებული პაციენტი  უკვე გაეწერა.”-აღნიშნა ეზუგბაიამ.