მსჯავრდებულებს სატელეფონო საუბრების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელდათ

საქართველოს პროკურატურამ  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ  ბრალდებულებს სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.

უწყების ინფორმაციით,  ბრალდებულებისთვის სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით მიიღეს,  რადგან მათი მდგომარეობის გათვალისწინებით  ოჯახები ვეღარ ღებულობდნენ მათზე ინფორმაციას. ეს გადაწყვეტილება კი  ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს, ნათქვამია განცხადებაში.