კიდევ უფრო გამკაცრება გაართულებს სიტუაციას, შეზღუდვები ამ ეტაპზე საკმარისია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები ეპიდემიის გავრცელების დინამიკაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით ქვეყანაში კორონავირუსის კონტროლირებადი მატება გვაქვს, შეზღუდვები ამ ეტაპზე საკმარისია.

-გარკვეულწილად ეს რეგულაციები, რაც არის შემოსული, ალბათ საკმარისია. კიდევ უფრო გამკაცრება გაართულებს კიდევ სიტუაციას. ამ ეტაპზე, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად ნორმალურია ეს ყველაფერი და მოდი დაველოდოთ დინამიურ პროცესებს და მერე ვილაპარაკოთ, იქნება თუ არა კიდევ გამკაცრება საჭირო. დინამიური პროცესი არის ყველაფრის მაჩვენებელი,” – განაცხადა ეზუგბაიამ.