სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიში – თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა ფეთქებადსაშიში. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ახლა ყველაფერი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული.

“სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეში ახალი, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.