გადაკეტილი გზა და მოსახლეობის პროტესტი-გელათის ნაცვლად „სოფელი კურსები“

ხმაური იყო  ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე. საპროტესტო აქციის დროს ტყიბულის რაიონის სოფელ გელათის მცხოვრებლებმა  გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები დასახლების სახელის შეცვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, 2013 წელს დასახლება სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რის გამოც საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადების დროს პრობლემები ექმნებათ. ასევე პრობლემა შეექმნა ადგილობრივ სასტუმროებსაც, ვინაიდან სოფელი გელათი ტურისტულ ზონად ითვლებოდა, სახელწოდების შეცვლამ კი მათი ფასები ვარდნა გამოიწვია. ადგილობრივების განცხადებით, შემცირდა უძრავი ქონების ღირებულებაც.

მოსახლეობის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წელს გადაწყვეტილება მოსახლეობისგან ფარულად მიიღო. ხალხმა კი ცვლილების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გელათის დასახლების დასაწყისში აბრა „სოფელი კურსები“ გამოჩნდა.