ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო მაცხოვრის საფლავის ტაძარი დროებით დაიხურა

იერუსალიმის წმინდა სამარხის ეკლესია-მაცხოვრის საფლავის ტაძარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ერთი კვირით დაიხურა.

ეკლესია მდებარეობს იერუსალიმის ძველ ქალაქში. პალესტინის ხელისუფლებამ აკრძალა ყველა არასასურველი მოძრაობა 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

https://www.france24.com/en/20200325-jerusalem-s-church-of-holy-sepulchre-shuts-as-israel-ups-anti-virus-measures