განუმეორებელი, ნიჭიერი და საოცარი – დოდო აბაშიძე (ფილმი)

რასაც კვირტები დაივიწყებენ, იმას ფესვები იმახსოვრებენ-დოდო აბაშიძე, კაცი, რომელიც დააკლდა საქართველოს.

1 მაისი დოდო აბაშიძის დაბადების დღეა. ის 1924 წელს დაიბადა.

1949–1956 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც ითამაშა 20–ზე მეტ პიესაში. პეპო(გ. სუნდუკიანის “პეპო”), როლერი(ფ. შილერის “ყაჩაღები”), გიორგი(ი. ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის” მიხედვით), გოდუნი(ბ. ლავრენიევის “რღვევა”) და სხვ. 1956 წლიდან იყო კინოსტუდია  “ქართული ფილმის” მსახიობი. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო(“ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი(“ბაში–აჩუკი”, 1956), უშანგი(“მე ვიტყვი სიმართლეს”, 1957), დღვირა(“თეთრი ქარავანი”, 1963), ალუდა(“ხევსურული ბალადა”, 1965), ომარ მარღანია(“მაცი ხვიტია”, 1966), სოსანა(“დიდი მწვანე ველი”,1967), ბაჩუა(“ტარიელ გოლუა”, 1968), თავადი გენერალი ვამეხ ვახვარი(“არ იდარდო”! 1968), მამამზე ერისთავი(“დიდოსტატის მარჯვენა”, 1969), ალექსანდრე(“სინათლე ჩვენს ფანჯრებში”,1969), გუჯა(“მეზობლები”, 1970), ნიკო(“როცა აყვავდა ნუში”, 1972),პოლიციის პრისტავი(“ვერის უბნის მელოდიები”, 1973), ნესტორ კალანდარიშვილი(“ციმბირელი პაპა”, 1973), იასონი(“პირველი მერცხალი”, 1975), ირაკლი რაზმაძე(“საქმე გადაეცემა სასამართლოს”, 1975), ექიმი გაბრიელი(“მწვერვალი”, 1976), ვარლამი(“რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), სეთური(“დათა თუთაშხია”, 1977), ყვარყვარე(“ყვარყვარე”, 1978), სიმონი(“ქორწინება იმერულად”, 1979), პაატა პატონიშვილი(“წიგნი ფიცისა”, 1983), ოსმან–აღა და მესტვირე(“ამბავი სურამის ციხისა”, 1984, ფილმი დაჯილდოებულია პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე), გიორგი(“ფესვები”, 1987) და სხვ.

სერგო ფარაჯანოვთან ერთად 1984 წელს გადაიღო ფილმი “ამბავი სურამის ციხისა”, 1988 წელს კი “აშიკ-ქერიბი”.

“ფესვები”