ანა დოლიძე ეროვნული ბანკის შენობასთან პენსიონერებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე ეროვნულ ბანკს “ლიბერთი ბანკის” პირისპირ პენსიონერების დატოვებაში ადანაშაულებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ეროვნული ბანკის შენობასთან დღეს დილით პენსიონერებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.​

ტრანსფარანტებით ხელში და შეძახილებით, ისინი სირცხვილის კორიდორის მოწყობას შეეცადნენ, თუმცა ბანკის თანამშრომლები ოფისში უკანა კარიდან შევიდნენ. ანა დოლიძე ამბობს, რომ ლიბერთი ბანკი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პენსიონერებს დიდ პროცენტს აჭრის, რასაც ეროვნული ბანკი რეაგირების გარეშე ტოვებს.

“ეროვნულმა ბანკმა, აბსოლუტურად სამარცხვინოდ პირისპირ დატოვა ჩვენი პენსიონერები, დევნილები და სოციალურად დაუცველები “ლიბერთი ბანკთან”. აღნიშნული ბანკი დღეს მათ არიცხავს უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთს. პენსიონერების ნახევარი, პენსიის უდიდეს ნაწილს ბანკში ტოვებს. ეროვნული ბანკი საერთოდ არაფერს აკეთებს,”- განაცხადა