ამირან გამყრელიძე – საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.

„ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერუიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 30 წუთში, თუმცა შეიძლაბა იყოს მოგვიანებითი რეაქცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს ახალციხის კლინიკა  „იმედის” ექთანი „ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. როგორც ცნობილი ხდება  ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა 10-15 წუთში გართულდა.