„სუფთად ევროპისკენ“ კამპანიაში ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე ჩაერთო

ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.

ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო “სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების კვირეული დაიწყო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

აქციას შეუერთდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი , რომლის ფარგლებშიც სამი ლოკაცია შეირჩა და 20 კილომეტრამდე ტერიტორია დასუფთავდა. „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხში 200 – მდე ადამიანმა და მათ შორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ აპარატის თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„გილოცავთ დედამიწის საერთაშორისო დღეს… იგი თითოეული ადაიანისათვის ისეთივე აუცილებელია როგორც ადამიანისათვის ჰაერი…დღევანდელი დღე მიგვანიშნებს იმას რომ, დედამიწისათვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია, გახსოვდეთ მოვუფრთხილდეთ ბუნებას და ჩემი სურვილი იქნება თითოეულმა ჩვენგანმა შეძლებისდაგვარად წვლილი შეიტანოს დედამიწის ეკოლოგიურად დაცვასა და დასუფთავებაში! დედამიწა ჩვენი სახლია, მეგობრებო!”