გვისრულებენ ბიჭები ლუბიანკიდან და მათი “ისტორიული ძმები”…

სოსო მანჯავიძე

-“ჯერ პარლამენტარებს რატომღაც დიდგორის ბრძოლის დღის დღესასწაულად გამოცხადება მოაფიქრდათ.
თითქოს გვაკლდეს დღესასწაულები და სადღესასწაულოდ გვქონდეს საქმე.
მერე თურქეთის ელჩის თხოვნით ამ განზრახვაზე საჯაროდ უარს ამბობენ.
ეს ყველაფერი აფხაზეთში ლავროვის ვიზიტისა და საელჩოს გახსნის ფონზე ხდება.
ამას მოჰყვა ანტითურქული განწყობების ზრდა ანტირუსული განწყობების ზრდასთან ერთად.
რაც მთავარია,აგრესია ,ძირითადად,საქართველოს მთავრობისკენ მიიმართა.
ამ ისტორიაში ყველაზე ცუდი მაინც გაუთვლელობაა.
ძნელი დასათვლელი იყო,რომ თურქეთი ასეთ რეაქციას მისცემდა?
არც იმას სჭირდებოდა მაკიაველის ჭკუა,რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ასეთი დაძაბულობის ფონზე თურქებს უარს ვერ ეტყოდა,მითუმეტეს ისინი ამას არაპროვოცირებულ ანტითურქულ დემარშად მიიჩნევენ.
გვისრულებენ ბიჭები ლუბიანკიდან და მათი “ისტორიული ძმები”, რომლებსაც უნდათ,რომ საქართველოს ყოველგვარი მანევრის საშუალება მოესპოს და ფორთხვით ითხოვოს პატიება.
არ გავა დიდი დრო და თვითონ ჩავარდებიან ჩვენთვის გათხრილ ორმოში.