საფრანგეთის საკონსულოსთან ხალხის ევაკუაცია მოხდა

დღეს 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების  პირველი ტური იმართება. მეორე ტური 7 მაისს არის დაგეგმილი.

ნიუ-იორკში, საფრანგეთის საკონსულოსთან აღმოჩენილი საეჭვო ავტომობილის გამო, ხალხის ევაკუაცია მოხდა. საკონსულოში კი ხმის მიცემის პროცედურა ნახევარი საათით შეწყდა.

პროცედურის შეწყვეტის ფაქტი საკონსულომ Twitter-ზე დაადასტურა. თუმცა მალევე გენერალურმა კონსულმა ან-კლერ ლეჟანდრმა, ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ ცრუ განგაში იყო და ხმის მიცემის პროცედურა აღდგენილია.