„ რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს!“

თურქეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა:

„ის რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედი გვაქვს, რომ მალე სიტუაცია მალე დაწყნარდება და ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება, იქამდე კი, გეტყვით, რომ ჯერჯერობით საქართველოს მხარეზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია. „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება შემდგომი მოქმედების გზები“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება