პოლიტიკური ხრიკები? – ზურაბ ოტიაშვილის სახელით “ფეიკი” ფეისბუქ-გვერდი გაკეთდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელის ზურაბ ოტიაშვილის სახელით ფეიკი ფეისბუქ-გვერდი გაკეთდა.

ახალი გვერდიდან ხდება ადამიანების დამეგობრება. ზურაბ ოტიაშვილი ფაქტს არჩევნებს უკავშირებს და საჯარო განცხადებას ავრცელებს:

-მინდა მივმართო, ყველა ჩემს ფეისბუქ მეგობარს და იმას ვინც არ მყავს ფეისბუქ მეგობარი. დღეს, 21 ოქტომბერს შეიქმნა ფეისბუქ გვერდი, ჩემი სახელით და გვარით ” zura otiashvili” რომელზეც ხდება ჩემი პირადი გვერდიდან სურათების კოპირება და ატვირთვა აღნიშნულ გვერდზე. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული facebooki არ მეკუთვნის მე და არ დაეთანხმოთ მეგობრობის თხოვნას. იმდენად ეშინიათ ჩემი და ჩემი გუნდის რომ, ყველანაირი საშუალებებით ცდილობენ ჩემი მეგობრების და ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ აღნიშნული გვერდი არ მეკუთვნის მე ! სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ რომ, ეს არჩევნები ჩვენი მოგებულია “ძალა ერთობაშია” #5“ – აცხადებს ოტიაშვილი.

ზურაბ ოტიაშვილის ნამდვილი გვარდია

https://www.facebook.com/zura.otiashvili.12