“ძალიან მარტივია ფორმულა იმის სამკურნალოდ, რაც გვჭირს…”

ზვიად ტომარაძე

ქვეყანაში მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი მძვინვარებს!

ზოგი ასანთის ღერების დამრიგებელს ღმერთს უწოდებს…

ზოგი სტიქიების მართვით დაჯილდოებულ დაფარულ მეუფეზე საუბრობს, ზოგი ჩერჩილის და სტალინის ხატებით დარბის, ზოგი მარიხუანის გაყიდვის ლეგალიზაციისთვის იბრძვის… ქოცები და ნაცები ერთმანეთის ჩანაწერებს ამზეურებენ.

ამ ფონზე იქმნება ახალ–ახალი პატარა გაერთიანებები და ყველა მათგანს ჰგონია, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა… არადა ძალიან მარტივი ფორმულა არსებობს იმის სამკურნალოდ რაც გვჭირს, ყველამ ის საქმე ვაკეთოთ რაც ვიცით, რაც შეგვიძლია და რაც კარგად გამოგვდის!