რუსთავში, მარის არხის დასახლებაში გაზიფიცირების პრობლემა გადაწყვეტილია

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ოჯახების პრობლემა გადაწყვეტილია. ინფორმაციას რუსთავის N29 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის ბიუროს წევრი, ირმა ზარქუა ავრცელებს.

-დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტივით დატვირთული დღეა,იმიტომ, რომ კეთილი საქმე კეთდება ჩემს ქალაქში, დილით დამირეკეს და მახარეს, რომ მარის არხის დასახლებაში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ოჯახების პრობლემა გადაწყვეტილია. ამ ადამიანებს წლების განმავლობაში უწევდათ უმძიმეს საცხოვრებელ პირობებთან გამკლავება. დამეთანხმებით, ძალიან რთულია ბუნებრივი აირის გარეშე საოჯახო მეურნეობის გაძღოლა, მითუმეტეს, როდესაც სხვა პრობლემებიც საკმარისზე მეტია.

მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე N29 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ შუამდგომლობით მიმართა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას და როგორც მაცნობეს, ამ ოჯახების გაზიფიკაციის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაჟორიტარის ძალისხმევით სხვა პრობლემებიც მალევე დაიძლევა.