ძეგლს უხსნიან ლეხ კაჩინსკის და მე მის გასვენებაში ჩასვლის გამო მიპირებენ გამიწერონ სასჯელის ვადა – მიხეილ სააკაშვილი

ძეგლს უდგამენ ლეხ კაჩინსკის და მე კაჩინსკის გასვენებაში ჩასვლის გამო მიპირებენ გამიწერონ სასჯელის ვადა – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

,,გაიხნსა პოლიტიკაში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი. დღემდე ყველა პოლონელს ახსოვს როგორ ჩავედი ლეხ კაჩინსკის გასვენებაში. მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახისწევრი, რომელიც დაესწრო მის გასვენებას. ეს ეპიზოდი ჩადებულია ,,პიჯაკების საქმეში” და ამისთვისაც აპირებენ 11 წელი მომისაჯონ. ამაზე მეტი აფსურდის თეატრი მსოფლიოში ვინმეს იშვიათად უნახავს. ძეგლს უხსნიან ლეხ კაჩინსკის და მე მის გასვენებაში ჩასვლის გამო მიპირებენ გამიწერონ სასჯელის ვადა” – აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ამ წუთებში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.