უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა – ღარიბაშვილი

უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოღალატეობრივი, რადიკალური ჯგუფი ჩვენი ქვეყნის სიყვარულს არავის უნდა ასწავლიდეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსენდება გმირობის არაერთი მაგალითი ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების აგვისტოს ომის დროს. უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე და ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ადამიანმა, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, ასევე, ასეთი მოღალატეობრივი ჯგუფი, რადიკალური ჯგუფი დღეს ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.