რუსებმა, ხერსონში თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, დაშავებულია ორი ადამიანი

რუსებმა, ხერსონში თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, დაშავებულია ორი ადამიანი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობას ყუმბარა ესროლეს და ცეცხლი გაუხსნეს. ცნობილია 2 დაშავებულის შესახებ. ერთს, 65 წლის მამაკაცს მარჯვენა ფეხში აქვს იარაღით მიყენებული ჭროლობა. ის უკვე გადაყვანილია ქალაქის საავადმყოფოში. მეორეს კი დაუზუსტებელი ინფორმაციით,   ადგილობრივი ექიმები მკურნალობენ. მას მსუბუქი დამწვრობა აქვს.