სალომე ზურაბიშვილი – ჯოზეფ ბორელს ვესაუბრე ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებული გზისა და უსაფრთხოების შესახებ, მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს ესაუბრა.ა მის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებული გზისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე.

მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.