საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 553 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 112-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა.