რუსი სამხედროები შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან​ – პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსი სამხედროები იყინებიან ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო​. ამის შესახებ ინფრომაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი.

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე რუსულ ჯარს კვლავ აწუხებს ლოჯისტიკისა პრობლემებიც.

პენტანგონის მაღალჩინოსნის თქმით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემაც, რამაც გაართულა კომუნიკაცია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ლოჯისტიკისა და მდგრადობის პრობლემებს.