72 საათი, რომელიც ავადმყოფმა პუტინმა მოგვცა, რუსი ფაშისტების განადგურების 1 თვედ გადაიქცა – ვიაჩესლავ ჩაუსი

,,72 საათი, რომელიც ავადმყოფმა პუტინმა მოგვცა, რუსი ფაშისტების განადგურების 1 თვედ გადაიქცა. იმ ოკუპანტების, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ”, – ამბობს ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე,​ ვიაჩესლავ ჩაუსი.

​ის მადლობას უხდის ყველას, ვინც სამშობლოს იცავს და აღნიშნავს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

,,ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ. ოლქის უმეტეს ნაწილს ვაკონტროლებთ. ოკუპანტები ცდილობენ ჩვენს დაჩოქებას, თუმცა ჩერნიგოვი არ გატყდება. ყველას დიდი მადლობა, ვინც აქ არის და სამშობლოს იცავს. მჯერა ღმერთის, უკრაინის შეიარაღებული ძალების და თითოეული თქვენგანის. უნდა მოვითმინოთ და ეს ომი გადავიტანოთ. გამარჯვება ახლოსაა!”, – თქვა ვიაჩესლავ ჩაუსმა.