რუსეთს არ სურს გამართოს მოლაპარაკებები, რაც მას სურს, ეს არის მიწების ოკუპაცია – ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება – ჯოზეფ ბორელი

რუსეთის მთავრობას არ აქვს უკრაინაში მოლაპარაკებებით ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი, რადგან მისმა არიამ ვერ მიაღწია დასახულ სამხედრო მიზნებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

,,რუსეთს არ სურს დაჯდეს და გამართოს მოლაპარაკებები: რაც მას სურს, ეს არის მიწების ოკუპაცია. მას სურს მოლდოვას საზღვართან სანაპიროს დაკავება და უკრაინის ზღვიდან იზოლირება. მას ენდომება მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ, როდესაც ძლიერი პოზიცია გარანტირებული ექნება“, -განაცხადა ბორელმა.

Reuters-ის ცნობით, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ის, რაც ისტორიას შექმნის, არის უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის უნარი“, -განაცხადა ბორელმა.