ჯოზეფ ბორელი – მომდევნო ორ კვირაში გადაწყდება, რომელი მხარე გაიმარჯვებს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით

„დღეს ომის დაწყების ერთი თვეა. ერთი თვის ომი, ექვსი მილიონი დევნილი, უკრაინელი ბავშვების ნახევარი დევნილი. რუსულმა ჯარმა დაიწყო, სწრაფ დაპყრობას ცდილობდა და ახლა ხალხს ხოცავენ. სამხედრო თვალსაზრისით, ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ ასი კილომეტრით შორის წასულიყვნენ თავიანთი ლოგისტიკური ბაზებიდან. რომ ვერ შეძლეს ქალაქების დაპყრობა, დაბომბეს ქალაქები, დახოცეს უდანაშაულო ადამიანები, გაანადგურეს ყველაფერი, მაგრამ უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ იარაღის მიწოდებით. რა თქმა უნდა, ომის შედეგი არ არის ის, რასაც კრემლი ელოდა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, მათ უნდა გააგრძელონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით.

„რა თქმა უნდა, არასტაბილურობა ძალიან დიდია და რუსეთის საზღვრებთან მყოფი ხალხი დგას ძალიან ბრძოლისუნარიანად, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის არმიის მხარდაჭერა. მოდით, ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე. მომდევნო ორ კვირაში გადაწყდება, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ეს ერთმნიშვნელოვნად გასაკეთებელია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.