უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ 19 უკრაინელი მეზღვაური გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინიზე ტყვედ აიყვანეს, სახლში ბრუნდება

Українська правда-ს ინფორმაციით, დღეს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები პირველად გაცვალეს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ვიცე – პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.

„დღეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ტყვეების პირველი სრულმასშტაბიანი გაცვლა განხორციელდა. ტყვედ აყვანილი 10 ოკუპანტის სანაცვლოდ, ჩვენი ათი სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ.

დღესვე, რუსებთან გავგზავნეთ 11 სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ჩვენ გადავარჩინეთ ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან. ამ გაცვლის შედეგად, სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებმა აიყვანეს კუნძულ ზმეინიზე” , – განაცხადა ირინა ვერეშუკმა.