ბორის ჯონსონი: უკრაინის ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს – და ის დამარცხდება

გზავნილი, რომელიც პუტინს შეუძლია, მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის მოსახლეობასთან ერთად, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, პუტინი უნდა დამარცხდეს.

„დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას მისი მოძალადე მეზობლის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს – და ის დამარცხდება“, – თქვა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება, რაც, მისივე თქმით, ნიშნავს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, ამის გაკეთება კი, როგორც ჯონსონი აცხადებს, ნატო-ში არავის სურს.