უკრაინელმა პოლიციის გენერალმა ვიაჩესლავ აბროსკინმა, მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, რუს ოკუპანტებს საკუთარი თავი მძევლად შესთავაზა

უკრაინელმა პოლიციის გენერალმა ვიაჩესლავ აბროსკინმა, მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, რუს ოკუპანტებს საკუთარი თავი მძევლად შესთავაზა. ამის შესახებ ის საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს.

„ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დავპირდი ქალაქის მოსახლეობას, რომ ომის შემთხვევაში აზოვთან ერთად დავიცავდი მარიუპოლს. აღმოჩნდა, რომ ომს ოდესაში შევხვდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ ვცდებოდი.

სრულიად დანგრეულ ქალაქში დღეს ბევრი ბავშვია დარჩენილი, რომლებიც ახლა რომ არ გადავარჩინოთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, დრო იწურება.

ვთავაზობ რუს ოკუპანტებს – მომეცით საშუალება, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ მარიუპოლიდან, ცოცხალი ბავშვების ნაცვლად მე ჩემს თავს გთავაზობთ.

გთხოვთ, გამიშვათ მარიუპოლში, რომ შევაგროვო ბავშვები და მოვახერხო მათი გამოყვანის ორგანიზება. სამი დღე მჭირდება ქალაქში. ბოლო საგუშაგოზე ბავშვებთან ერთად დაბრუნებისას თავს ტყვედ გაბარებთ.

მე ზუსტად ის გენერალი ვარ, რომელიც, ალბათ, ყველაზე ახლოსაა ცნობილ პოლკ „აზოვთან“, – წერს ვიაჩესლავ აბროსკინი mmფეისბუქზე”.