Reuters: უკრაინაში გაშვებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60% წარუმატებელია

Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გასროლილი მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან 60% არ მუშაობს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ მონაცემებმა შესაძლოა ახსნას, რატომ ვერ მიაღწია მოსკოვმა დასახულ მიზნებს, მაგალითად, გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ვაშინგტონის გამოთვლებით, წარუმატებელი გაშვებების მაჩვენებელი ცვალებადია, თუმცა ხანდახან 50-60%-ს აღწევს.