თორნიკე შენგელია – ვხვდები, რომ CSKA-ში მაინც არ უნდა გადავსულიყავი, სხვა ადამიანი ვიყავი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანის, თორნიკე შენგელიას თქმით, მოსკოვის არმიის გუნდში არ უნდა გადასუწლიყო.

როგორც შენგელია ამბობს, „ცეესკა”-ში თამაშის დროს სულ ხვდებოდა რომ „სხვა მოთამაშე” იყო.

„ახლა ვხვდები, რომ CSKA-ში მაინც არ უნდა გადავსულიყავი. CSKA-ს პრეზიდენტი, მწვრთნელები, თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა კლუბში თავი კომფორტულად მეგრძნო და ამისთვის მადლობა მათ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი ის, ვინც ვარ.

სხვა მოთამაშე, სხვა ადამიანი ვიყავი. სულ ვცდილობდი, მაგრამ ემოციურად იქ მაინც არ ვიყავი”, – ამბობს თორნიკე შენგელია.

შეგახსნებთ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის არმიის გუნდი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერთ-ერთმა პირველმა დატოვა.