16 100 ჯარისკაცი, 561 ტანკი, 115 თვითმფრინავი – რუსების სამხედრო დანაკარგი უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 16 100;
  • ტანკი – 561;
  • ჯავშანტექნიკა – 1 625;
  • საარტილერიო სისტემა – 291;
  • სარაკეტო სისტემა – 90;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 49;
  • თვითმფრინავები – 115;
  • ვერტმფრენი – 125;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 089;
  • გემი/ნავი/კატარღა – 5;
  • საწვავის რეზერვუარი – 72;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 53;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 18