რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, ვლადიმირ ჟირინოვსკი ცოცხალია

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი უარყოფს სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის განცხადებას რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ.

„მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ის თავად ძალიან ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება”, – წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე.

ცოტა ხნით ადრე, ალექსანდრე პრონიუშკინმა ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.