სააკაშვილის მხარდასაჭერად პოლონეთში იულია ტიმოშენკო ჩავიდა

პოლონეთში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, უკრაინული პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო ჩავიდა.

მისი განცხადებით, ამ ვიზიტისა და მხარდაჭერის მთავარი მიზანი უკრაინის, კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის დაცვაა.

„არ ვიმყოფებით, რადგან, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა, ამით დავიცვათ საკუთარი უფლებები, დემოკრატია და კონსტიტუცია, მათ შორის ფასეულობები, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის მნიშნელოვანია,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ის აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას იმიტომ, რომ უკრაინაში სამომავლოდ პოლიტიკური რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ აღმოიფხვრას.