,,ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია, ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყანაში” – ზელენსკი

,,ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია, ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყანაში” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აანონსებს იმ პროგრამასაც, რითიც სახელმწიფო მოქალაქეებს დაეხმარება.

,,გვაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო სამსახურები დაკარგეს. მათთვის დამატებითი სამუშაოების შესაქმნელად საწარმოებსა და სხვადასხვა ქარხნებში უკვე 20 მილიარდი გრივნა გადაირიცხა.

პროგრამა იმ ადამიანებს შეეხება, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებელი დატოვეს და დროებით გადასვლა სხვა ქალაქებში მოუწიათ. ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა მიიღეს ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს მიწები, სადაც დროებით საცხოვრებლები აშენდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დროებითი საცხოვრებლები იქნება! როგორც კი უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენი ქალაქების მასშტაბური აღმშენებლობას დავიწყებთ და საკუთარ ქალაქსა და სახლში დაბრუნების შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს ექნება. ახლა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე” – განაცხადა ზელენსკიმ.