“არაა გამორიცხული რუსეთმა აიღოს თურქეთის ჯარზე კონტროლი და ერტად შეუტიონ isis-ს”

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

-”რუსეთის ელჩის მკვლელობა იქნება გარდამტეხი ფაქტი თურქეთის სამხედრო კურსთან მიმართებაში . მომხდარი ფაქტმი უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ბოლომდე რუსულ- თურქულ ურთიერთობების დათბობას და არცაა გამორიცხული რუსეთმა აიღოს თურქეთის ჯარზე კონტროლი და ერთობლივი ჯარით და ძალით გადაუარონ სირიას და გაწმინდონ isis ის ტერორისტებისგან .

საინტერესო ისაა, რომ საქართველო ექცევა რუსული გავლენის წრეში და უდიდესი წნეხი იქნება მომართული ჩვენი ქვეყნისადმი . რუსეთი პარტნიორობას აშკარაა რომ უმაღლესად უწევს ირანს, რა დროსაც დაალაგებს ურთიერთობას თურქეთთან, სრულ კონტროლს დაამკვიდრებს ახლო აღმოსავლეთში და ამ დროს საქართველო მიიწევს ნატოსკენ და ევროატლანტიკური სულისკვეთებით მოექცევა რუსულ წრეში ისე, რომ მთავრობა ვერც კი მიხვდება ვერაფერს . დიდი ამბები გველის წინ, დიდი აბები, ბედკრულო საქართველოვ!“

კომენტარის დატოვება