მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს და ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს

მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 70-მა სამხედრომ უარი თქვა მათი ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებასა და ზაპოროჟიეს დამცველების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

უკრაინელები ოკუპანტებს დანებებისკენ და ამ გზით მათივე სიცოცხლის გადარჩენისკენ მოუწოდებენ.