შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ – მეუფე იაკობი

შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ  -ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ავტოკეფალიაზე რასაც ვფიქრობ, მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. წლები გადის და ისე აღიარებენ. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან უკრაინელებზე საუბრისას განაცხადა,  რომ „მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია“.