,,ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები, მათ  აქვთ სამართლიანი პოზიციის დაფიქსირების უფლება”  – ალექსანდრე კობაიძე საწვავის ფასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებზე 

,,ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები, მათ  აქვთ სამართლიანი პოზიციის დაფიქსირების უფლება”  – ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ საწვავის ფასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებზე განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სასამართლო მათ დღესვე გაანთავისუფლებს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო დღესვე გამოუშვებს მათ და შესაბამისად, არანაირ სამართლებრივ რეაგირებას არ მოახდენს. არ დააჯარიმებს ამ ადამიანებს, რადგან არიან უკანონოდ დაკავებულები. მათ ჰქონდათ და აქვთ სამართლიანი პოზიციის დაფიქსირების უფლება, რა უფლებაც მათ გამოიყენეს და გააპროტესტეს საწვავის ფასების მომატება. ამის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს” – აღნიშნავს კობაიძე.

ცნობისთვის, გუშინ საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულია დაახლოებით 20 ადამიანი. მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.