ფონდ “მომავლის გზის” დამფუძვნებელი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

ფონდი “მომავლის გზა”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 05,02,2019 წლის # 08-პ დადგენილებით,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ფონდი მომავლის გზის დამფუძვნებელი დავით კინწურაშვილი .

აფხაზეთის დევნილი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის.
დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ხუროთმოძრღვული ძეგლები ოკუპირებულ აფხაზეთში მიძღვნილ საღამოზე.

საღამოზე მიწვეული იყო ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი რევაზ ხვისტანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ქალბატონი ქეთევან მარგიანი, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ბეჟან ხორავა. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტი პარლამენტარი ბატონი მერაბ ქვარაია.

აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ბატონ დავით კინწურაშვილს გადასცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ბატონ თემურ მჟავიამ.

საღამო მუსიკალურად ალამაზებდა კომპოზიტორ ბატონი ბატონ ვაჟა აზარაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა ,, აფხაზეთ 2″, ფოლკლორული ანსანბლი ,,ამრა” და სხვები.
საღამოს უძღვებოდა ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ხვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ დავით კონჯარია.

ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის სულერებისა და კულტურის ცენტრში ვახშამი გამართა.
ფონდი მომავლის გზა დიდ მადლობას უხდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფონდის დამფუძვნებელი დავით კინწურაშვილის საპატიო სიგელით დაჯილდოვების გამო. ასევე მადლობას ვუხდით აფახაზეთის სულერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ირინა ქეცბას და მთელ მის კოლექტივს. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლეილა ბაღბაიას რომლის მეშვეობით ფონდი მომავლის გზას მიეცა საშუალება აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის სოციალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობა.