“არ მსურს ქვეყანას ჰყავდეს ,,დაბოლილი,, დემოტივირებული თაობა!..”

ახალგაზრდა პოლიტიკოსი გიორგი ქაჯაია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის კანონის გამოწვევასთან შესახვედრად ქვეყანა ჯერ არ არის მზად. მისი თქმით დღეს საქართველო ისეთ ზღვარზეა, როცა საჭიროა ჯანსაღად მოაზროვნე თაობა.

-„ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი, საღად მოაზროვნე თაობა და არ გვჭირდება დაბოლილი თაობა. რადგან ეს უკანასკნელნი ვერანაირ ღირებულებას ვერ შექმნიან საზოგადოებისთვის.

მე მოვუწოდებ ყველა მომხმარებელს, რომ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტორს, მჯერა იქ შეძლებენ მათ დახმარებას, რის შემდეგაც ისინი თავიანთ ნიჭს მისცემენ სწორ გასაქანს“.