ფრთხილად! „სიკვდილის ჯგუფები“ სოციალურ ქსელში!

კიევის კიბერპოლიციამ სოციალური ქსელის „სიკვდილის ჯგუფის“ ადმინისტრატორები დააკავა

კიევის კიბერპოლიციამ სოციალური ქსელის „სიკვდილის ჯგუფის“ ადმინისტრატორები დააკავა. ისინი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.

-„ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა რამდენად შევძლებდით და საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი ინტერნეტით ფსიქოლოგიური ზემოქმედება, არავინ თვითმკვლელობამდე არ მიგვიყვანია“-განაცხადეს დაკავებულებმა, რომლევიც აქტების არ არსებობის გამო უკვე გაათავისუფლეს.

კიბერპოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგეი დემედიუკი აცხადებს, რომ დაკავებისას სტუდენტების სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია ტექნიკა, არის ჩვენება, რომ სეორედ ისინი არიან „სიკვდილის ჯგუფის“ ადმინისტრატორები.

უკრაინაში ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა სიუციდი მოზარდებში, რომლებიც როგორც შემდეგ ირკვევა, „სიკვდილის ჯგუფის“ წევრები იყვნენ. ჯგუფის ადმინისტრატორები ახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რასაც საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიჰყავს მოზარდი. ასეთი შემთხვევები დაიქსირდა მარიუპოლში, უჟგოროდში, ივანოვოში, ხერსონის ოლქში.