ცრუპენტელობის კორიანტელი დააყენა ღარიბაშვილმა, საკვებს გაძლევთ ტელევიზიებს კომედიშოუების მორიგი გადაცემებისთვის – რომან გოცირიძე

ცრუპენტელობის კორიანტელი დააყენა ღარიბაშვილმა, საკვებს გაძლევთ ტელევიზიებს კომედიშოუების მორიგი გადაცემებისთვის – რომან გოცირიძე  – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყოველი მისი განცხადება არასერიოზული და სასაცილოა.

„საკვებს გაძლევთ ტელევიზიებს კომედიშოუების მორიგი გადაცემებისთვის. აქციები ოპოზიციამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყოო, ეს იცით რას ჰგავს? – საფრანგეთის რევოლუციის წინ ფასები თუ გაიზრდებოდა, ეს ვოლტერის ბრალი, ხოლო თუ ქუჩაში გაივლიდი და წუმპეში ჩავარდებოდი, რუსოს ბრალი იყო, ყველაფერს ვოლტერს და რუსოს აბრალებდნენ მაშინდელი მონარქიის წარმომადგენლები, დაახლოებით ასეა, ფასები გაიზრდება? – „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია, ლარი გაუფასურდება? – რომან გოცირიძის განცხადებების ბრალია, მათი ბრალი თურმე არაფერი არ არის. ცრუპენტელობის კორიანტელი დააყენა ღარიბაშვილმა. რატომ იზრდება საქართველოში ფასები ორჯერ მეტად, ვიდრე მეზობელ სომხეთში? საქართველოში ბოლო 25 წლის, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ლარის შემოღების დღიდან ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, დეკემბერი დეკემბერთან (უნდა შედარდეს), ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს მთავრობა და ეროვნული ბანკი გეგმავს დეკემბრისთვის, დეკემბერი დეკემბერთან საქართველოში არ ყოფილა 1996 წლიდან დღემდე ამ მასშტაბის ინფლაცია,”- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო გამართული აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.