„ნაცების“ ბელადმა რომ თქვა, უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, დაგმე? ვერ დაგმე, არ გაქვს ერთი ადგილი და ამიტომ ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ – ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი, რომ ეს გააკეთო. მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომა ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ და ასე იქნები ბოლომდე, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

ზარქუამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა, თუ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურებიან ხელისუფლების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, გამოვიდნენ და ღიად თქვან.

„ჩვენი ოპოზიციიდან იყვნენ გამომსვლელები, რომლებმაც თქვეს, მაგალითად, გიორგი ვაშაძე ამბობდა – მშვიდობა და ერთიანობაო. დიახ, გეთანხმებით, მშვიდობა და ერთიანობა და არა ომს, რისი რიტორიკაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო საქართველოში, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს დადასტურდა მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მოგეწონათ? რომელიმე გამოხვედით და თქვით, რომ ეს განცხადება მიუღებელია? რადიკალურ პოზიციას მივმართავ, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები რომ გიყვართ. არა ხართ გულწრფელი და იმიტომ. ერთიანობაზე მოგვიწოდებდით ჩვენ და გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი, რომ ეს გააკეთო. მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომ ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ და ასე იქნები ბოლომდე. სხვებსაც მივმართავ, რომელიმემ თქვით, რომ დასაგმობია ის, რაც გუშინ ბელადმა განაცხადა, თუ ემხრობით? გამოდით და თქვით მაშინ“, – მიმართა ზარქუამ გიორგი ვაშაძეს.