ჩვენ მოვითხოვთ ნატოს მე-5 მუხლის მსგავი გარანტიების მიღებას – დავით არახამია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებზე

სტამბოლში, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩატარდა. მოლაპარაკების შედეგებზე უკრაინის რადას დეპუტატი, დავით არახამიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, გამარჯვებაა რომ მოლაპარაკებები ბელორუსიიდან უკრაინაში გადაიტანეს.

,,ჩვენი პირველი გამარჯვება არის მოლაპარაკებების გადატანა ბელორუსიიდან თურქეთში, რადგან ჩვენ თურქეთს ვუყურებთ, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას.

ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემა დარღვეულია.  ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს წინადადებათა ფორმატზე, მაგრამ არ ვაწერთ ხელს არაფერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალ სისტემას – ეს არის ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებულია. ჩვენ ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით ვართ მომზადებული.

ჩვენ მოვითხოვთ ნატოს მე-5 მუხლის მსგავი გარანტიების მიღებას. ქვეყნები კონსულტაციებს 3 დღეში გამართავენ. გარანტორი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან დახმარება გაუწიონ უკრაინას. გარანტორებს შორის არიან გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები: აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ისრაელი.

ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხები ORDLO-სთან და ყირიმთან, ამიტომ გარანტიები არ იმუშავებენ ამ ტერიტორიებზე.  ეს არის სისტემა, რომელზეც ჩვენ გვინდა ავაშენოთ უკრაინის ახალი მომავალი. ასევე, ეს გარანტიები უნდა დაეხმარონ  უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას” – აღნიშნავს არახამიამ  დოლმაბახჩეს სასახლეში გამართული  მოლაპრაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.