რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ სამხედრო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგეი ფომინი აცხადებს, რომ კიევსა და ჩერნიგოვთან რუსული არმიის „აქტივობები შემცირდება“. ამის შესახებ ფონიმა დოლმაბახჩეს სასახლეში გამართული  მოლაპრაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, ორმხრივი ნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შექმნისა და საბოლოო მიზნის მიღწევის – ზემოაღნიშნული შეთანხმების  ხელმოწერის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილებ. რომ რადიკალურად, შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავარი გადაწყვეტილებები მიიღება კიევში და უნდა შეიქმნას პირობები შემდგომი მუშაობისთვის. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაწვრილებით მოხსენებას გაავრცელებს ჩვენი დელეგაციის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ“, – განაცხადა ალექსანდრ ფომინმა.