რა იცოდა სააკაშვილმა, რომ ომს იწყებდა რუსეთი უკრაინაში?! ფაქტია რაღაცას გამოასწრო – მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის აზრით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან “რაღაცას გამოასწრო”. მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ,,აღიარა” ან ,,წამოცდა”, რომ საქართველოში იმიტომ დაბრუნდა, რომ იცოდა ,,მომენტი დგებოდა”:

,,მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილთან რაიმე თანხმობაზე საუბარი, მის სულელურ გამონათქვამებზე, საუბარი სერიოზულად არ შეიძლება, წარმოუდგენელია და სასოწარკვეთილებაში მყოფი ნაცმოძრაობა, ომის პარტია, მეხუთე კოლონა თუ მისი ლიდერი რას ილაპარაკებს, ამაზე მსჯელობაც კი ცოტა უხერხულია, როგორც ჩვენი, ასევე, თქვენი მხრიდან.

ერთადერთი რაც შეიძლება მხედველობაში მიიღო, მისი აღიარება, წამოცდენა, ქვეცნობიერიდან წამოსული მისივე სიტყვები, რომ ის გრძნობდა თუ იცოდა, რომ ეს მომენტი თუ დრო დგეობდა და ეს დროც დადგა. რა იცოდა ეს კითხვა დაგისვიათ?! მოგფიქრებიათ ვინმეს?! რა იცოდა სააკაშვილმა, რას ,,გრძნობდა” რომ ომს იწყებდა რუსეთი უკრაინაში და ღია აგრესიას? ამას გრძნობდა, ეს იცოდა და ამიტომ ჩამოვიდა? ფაქტია რაღაცას გამოასწრო”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.