ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, საწვავის ფასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე მოსამართლემ 3 პირი დამნაშავედ სცნო, დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს

საწვავის ფასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უმრავლესობა  ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს. სასამართლო ხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დაკავებულებიდან 3 პირი მოსამართლე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და იესე კვიციანს, თორნიკე გაგნიძესა და გიორგი გოგოლაძეს  2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

დაკავებულების ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეთ მყოფებს არ ჩაუდენიათ არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

,,გარკვეული პირები გამოუშვეს იმის საფუძველზე, რომ 48 საათიანი დაკავების ვადა ამოიწურა და ვერ მოასწრო შსს-მ რომ დაემტკიცებინა ამ ადამიანების დანაშაული. მათი შემდგომი პროცესი 3 მაისს გაიმართება,” – აღნიშნავს კობაიძე.

ცნობისთვის, საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით 20 პირი დააკავეს.

ჩატარებული აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქშიც გაიმართა – ოზურგეთი, ბათუმი, თელავი – მოქალაქეებმა საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს და ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გაგრძელება დააანონსეს.