ოკუპირებულ ხერსონში ოკუპანტებმა სასულიერო პირი ეკლესიიდან გაიტაცეს

ოკუპირებულ ხერსონში ოკუპანტებმა სასულიერო პირი გაიტაცეს. სერხი ჩუდინოვიჩი რუსებმა დილის საათებში, პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა თავი ,,პოლიციელებად” წარადგინეს და ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ მოითხოვეს ეკლესიაში მყოფებისგან საბუთების წარდგენა, თავად კი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი მღვდელი მწვანე Daewoo-ში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.